Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლიმ ინტერი, მილანი და იუვენტუსი დაამარცხა…

ბოლო დღეებში იტალიურ მედიაში ბრაზილიელი ტალანტის კაიო ჟორჟეს სახელმა არაერთხელ გაიჟღერა და მისი სახელი ინტერს, იუვენტუსს და მილანს დაუკავშირეს, მაგრამ როგორც ჩანს 19 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერი ნაპოლიმ უკვე შეათანხმა.

ბრაზილური გამოცემა Brasileirao-ს ინფორმაციით, ჟორჟემ ნაპოლისთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და ფეხბურთელი დეკემბერში მას შემდეგ, რაც სანტოსთან კონტრაქტი ამოეწურება, პარტენოპეის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.