Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლიმ მერტენსის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლის დრის მერტენსის შენარჩუნება სურს და პარტენოპეი ფეხბურთელის კონტრაქტში არსებულ პუნქტს აამოქმედებს, რომლის მიხედვითაც მისი ხელშეკრულება ავტომატურად 2023 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდება.

მერტენსი ნაპოლიში 2013 წელს პსვ-დან გადავიდა და გუნდის ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდა.

34 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ტრავმებმა ხელი შეუშალა, მაგრამ მან 30 მატჩში 9 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება მაინც მოახერხა.