Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლიმ მილანს ოუნასის ფასი შეუთვალა

ალფრედო პედულას ინფორმაციით, მილანი ბოლო საათებში ნაპოლის ვინგერის ადამ ოუნას ტრანსფერზე კვლავ გააქტიურდა, თუმცა როსონერის მისი გაფორმება გაუჭირდება.

წყაროს ცნობით, იმის მიუხედავად, რომ 24 წლის ალჟირელ ფეხბურთელს პარტენოპეისთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება, პარტენოპეი ფეხბურთელის გაყიდვას 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს და რთული წარმოსადგენია, რომ როსონერი ამ თანხას გადაიხდის.

ტრანსფერს ისიც ართულებს, რომ პარტენოპეის თავკაცი ლუჩიანო სპალეტი მარჯვენა ვინგერს გუნდის მნიშვნელოვან წევრად მიიჩნევს და მისი შენარჩუნება აქვს გადაწყვეტილი…