Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაპოლიმ მილიკის სანაცვლოდ შესული მარსელის და ატლეტიკოს წინადადებები დაბლოკა

არკადიუშ მილიკის კონტრაქტი ნაპოლისთან სეზონის ბოლოს იწურება და პოლონელი ფეხბურთელი ახალი გუნდის ძიებაშია. მას პარტენოპეის დატოვება იანვარშივე სურს და ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით ატლეტიკომ და მარსელმა ნაპოლის მის სანაცვლოდ 6-7 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს…

მიუხედავად იმისა, რომ ნაპოლი ფეხბურთელის უფასოდ დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას, გუნდი მილიკის იაფად გაყიდვას არ აპირებს და 15 მილიონ ევროს ითხოვს, რასაც ალბათ ფეხბურთელში, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება, არავინ გადაიხდის.