Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაპოლიმ მილიკს ფასი დააკლო

ნიკოლო ძანიოლოს ტრავმის შემდეგ, ფონსეკა გუნდის 2 ლიდერის ერთდროულად დაკარგვას არ აპირებს და ჯეკოს გუნდიდან წასვლა გამოირიცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ მილიკის ჯალოროსიში ტრანსფერი ჩაიშალა…

იქიდან გამომდინარე, რომ რომა ჯერჯერობით ერთადერთი დაინტერესებული გუნდი იყო, ნაპოლი იძულებულია, რომ ფეხბურთელს ფასი დააკლოს და 50 მილიონის ნაცვლად, პარტენოპეი პოლონელ გოლეადორს 35 მილიონად შეელევა.

მილიკს კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს უმთავრდება და ახალ ხელშეკრულებაზე მან უარი უკვე თქვა, ამიტომ გუნდს მისი გაყიდვა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას უფასოდ დაკარგავს.

პოლონელს იუვენტუსში გადასვლა სურს, თუმცა ტურინელები ჯერჯერობით სუარესის მოლოდინში არიან და უცნობია, გადაიხდიან თუ არა მილიკში 35 მილიონ ევროს.

Leave a Reply

Your email address will not be published.