Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაპოლიმ მილიკს ფასი კიდევ ერთხელ დააკლო

სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი ნელ-ნელა იწურება, ნაპოლი კი არკადიუშ მილიკის გასხვისებას ვერ ახერხებს. რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ პარტენოპეიმ არკადიუშ მილიკის ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა როგორც ჩანს, მისი რეალური მყიდველი მაინც არ გამოჩნდა…

Sky Sport Italia-ს მტკიცებით, დე ლაურენტისმა პოლონელ ფეხბურთელს ფასი კიდევ ერთხელ დააკლო და მზად არის მას 25 მილიონ ევროდ შეელიოს.

ყველაზე რეალური ვარიანტი ჯერჯერობით რომაა, თუმცა არც იუვენტუსის გააქტიურებაა გამორიცხული, რომელიც სეზონის დაწყებიდან 1 კვირით ადრე ფორვარდის გარეშეა დარჩენილი…

Leave a Reply

Your email address will not be published.