Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლიმ ოსიმჰენი დიდი ხნით დაკარგა

ნაპოლის ფორვარდს ვიქტორ ოსიმჰენს სახის ძვლის მრავალჯერადი მოტეხილობა დაუდასტურდა და მას მილანის ერთ-ერთ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდება.

ოსიმჰენმა დაზიანება მილან შკრინიართან შეჯახების დროს მიიღო და მას მოედანზევე ეტყობოდა, რომ ტრავმა საკმაოდ სერიოზული იყო.

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ნაპოლის ბომბარდირს დაახლოებით 1 თვე გაუცდება, რაც სკუდეტოსთვის მებრძოლი გუნდისთვის დიდი დანაკლისია.