Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლიმ პეტანია არ გაუშვა…

ბოლო დღეებში ნაპოლიდან პეტანიას წასვლის შესახებ აქტიურად იწერებოდა და თავად ფეხბურთელმაც არაერთხელ დაადასტურა, რომ ის გუნდის დატოვებასთან ახლოს იყო, მაგრამ წინა ტურში გატანილმა გოლმა მისი ბედი რადიკალურად შეცვალა.

26 წლის ფორვარდი ჯენოას წინააღმდეგ მატჩში განაცხადშიც არ უნდა ყოფილიყო, რადგან ის რამდენიმე საათშ სამპდორიას ფეხბურთელი უნდა გამხრადიყო, მაგრამ ვიქტორ ოსიმენის წითელი ბარათის გამო, რომელიც მან 1 ტურში მიიღო, სპალეტიმ იტალიელი ფორვარდი გენუაში მაინც წაიყვანა.

პეტანია მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა და გამარჯვების გოლიც გაიტანა. მატჩი საბოლოო 2 – 1 დასრულდა, სპალეტიმ კი მას გატანილი გოლი ასეთი სიტყვებით მიულოცა:“ შენ გუნდში რჩები!“

როგორც ჩანს, სპალეტიმ გუნდის ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ პეტანია გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელია და ბოლო წუთს პარტენოპეიმ ფორვარდის სამპაში გაშვებაზე უარი თქვა…