Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაპოლიმ რომას უნდერის სანაცვლოდ 25 მილიონი შესთავაზა

Calciomercato-ს მტკიცებით,პარტენოპეიმ რომას ჩენგის უნდერის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო შესთავაზა.

ბოლო პერიოდში თურქი ფეხბურთელი რომას ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდებოდა. მის ანგარიშზე გასულ სეზონში სასტარტო შემადგენლობიდან დაწყებული მხოლოდ 10 მატჩია,საერთო ჯამში კი უნდერმა სეზონი 3 გატანილი გოლით დაასრულა.

ჯენარო გატუზო 23 წლის ფეხბურთელის მახასიათებლებით მოხიბლულია,თუმცა თუ მისი გაფორმება უნდა ნაპოლის უფრო მეტის გადახდა მოუწევს,რადგან რომა ფეხბურთელს 30 მილიონ ევროზე ნაკლებად გაშვებას არ აპირებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.