ნაპოლიმ სიმეონესგან ტრანსფერზე თანხმობა უკვე მიიღო
იტალიური წყაროების ინფორმაციით, ნაპოლიმ ვერონას ფორვარდისგან ჯოვანი სიმეონესგან ტრანსფერზე თანხმობა უკვე მიიღო და უახლოეს პერიოდში პარტენოპეი ოფიციალური წინადადებით ჯალობლუს მიმართავს.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პარტენოპეი კალიდუ კულიბალის გაყიდვიდან მიღებული თანხის ნაწილს სწორედ 27 წლის არგენტინელი ფორვარდის ტრანსფერს მოახმარს, რომელიც ნაპოლის რიგებში სავარაუდოდ ანდრეა პეტანიას შემცვლელი გახდება.
წყაროს ცნობით, ვერონას, რომელმაც სიმეონე კალიარიდან 10.5 მილიონის სანაცვლოდ გამოისყიდა, არგენტინელის გაყიდვით დაახლოებით 17 მილიონის გამომუშავება სურს.