ნაპოლიმ ჩელსის წინადადება მიიღო, სენეგალელი სერია ა-ს ტოვებს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნაპოლიმ კალიდუ კულიბალის თაობაზე ჩელსის წინადადება მიიღო და სენეგალელი ფეხბურთელი კარიერას ლონდონში გააგრძელებს.
რომანოს თქმით, ნაპოლი 31 წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ საერთო ჯამში 40 მილიონ ევროს მიიღებს, კულიბალი კი ჩელსისთან კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და მისი გასამრჯელო სეზონში 10 მილიონი ევრო იქნება.