Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლიმ ძაკანის ტრანსფერი შეათანხმა ?

Calciomercato-ს ინფორმაციით, ნაპოლიმ მილანის სატრანსფერო სამიზნის მატიას ძაკანის ტრანსფერი შეათანხმა და ფეხბურთელი პარტენოპეის სეზონის ბოლოს შეუერთდება.

25 წლის ვერონას ნახევარმცველს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ბოლო პერიოდში მის ტრანსფერზე მილანი გააქტიურდა, თუმცა როგორც ჩანს შობოშლაის და კონეს შემდეგ როსონერი კიდევ ერთ სამიზნეს კარგავს.

წყაროს მტკიცებით, პარტენოპეი ვერონას 13 მილიონს გადაუხდის, თუმცა ფეხბურთელი იჯარის წესით ვერონაში სეზონის ბოლოს დარჩება და გატუზოს გუნდს მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდება.