Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლიმ 2 ფეხბურთელი გაასხვისა

ნაპოლის ხელმძღვანელობა გუნდიდან ბალასტის გაშვებაზე მუშაობს და რამდენიმე იტალიური გამოცემის ინფორმაციით, პარტენოპეიმ 2 ფეხბურთელის გასხვისება მოახერხა.

Sky Sport Italia-ს ცნობით, ჯენარო ტუტინო კარიერას პარმაში გააგრძელებს, სებასტიანო ლუპერტო კი იჯარის წესით ემპოლიში გადაინაცვლებს.

წყაროს ინფორმაციით, პარმა ტუტინოს სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.

ლუპერტოს რაც შეეხება, ის სერია ა-ში ახლახანს დაწინაურებულ ემპოლიში მშრალი იჯარით გადაინაცვლებს და სეზონის ბოლოს პარტენოპეის რიგებს დაუბრუნდება.