Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაპოლის ბაკაიოკოს შენარჩუნება სურს

ტიემუ ბაკაიოკომ ჯენარო გატუზოს გულის მოგება უკვე მოახერხა და პარტენპეი მზად არის, ფეხბურთელის სანაცვლოდ ჩელსის 18 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ბაკაიოკო ნაპოლის სეზონის სტარტზე იჯარის წესით შეუერთდა და მიუხედავად იმისა, რომ იტალიელებს მისი გამოსყიდვის უფლება კონტრაქტის მიხედვით არ აქვს, გავრცელებული ინფორმაციით გუნდებს შორის არსებობს სიტყვიერი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ნაპოლის მისი გამოსყიდვა 18 მილიონად შეუძლია.

მას შემდეგ, რაც ჯენარო გატუზომ ნაპოლისთან 2023 წლის ივნისამდე კონტრაქტი შეთანხმა, ბაკაიოკოს გუნდში დარჩენის შანსი საგრძნობლად გაიზარდა.