Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლის დემეს გაყიდვა არ სურს

ნაპოლის ნახევარმცველის დიეგო დემეს აგენტის მარკო ბუსიელოს თქმით, ნაპოლი გერმანელი ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს.

31 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან 2024 წლის ზაფხულში ეწურება და მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ უკვე დიდი ხანია იწერება, რადგან მას სათამაშო დრო ფაქტობრივად არ ეძლევა და სერია ა-ში მოედანზე მხოლოდ 19 წუთი გაატარა.

„დიეგო ძალიან შრომისმოყვარე და მშვიდი ადამიანია, რომელიც გუნდს პრობლემებს არასოდეს შეუქმნის. რა თქმა უნდა, მას მოედანზე მეტი დროის გატარება უნდა და ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ მას სპალეტისთან კარგი ურთერთობა აქვს, ის ნაპოლის წარმატებების გამო ბედნიერია და სურს, რო მგუნდს დაეხმაროს.

„მისი გაყიდვის თაობაზე ხმები სრულიად უადგილოა, რადგან გუნდს დიეგოს გაყიდვა არ სურს.“