Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლის დემე უბრუნდება

ნაპოლის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ალექს მერეტთან ერთად, გუნდს დიეგო დემეც უბრუნდება.

უდინეზესთან 4 – 0 გამარჯვების შემდეგ, ფეხბურთელებმა, რომლებმაც უდინეში ითამაშეს, შედარებით მარტივი სავარჯიშო სესია ჰქონდათ, დანარჩენებმა კი სრული დატვირთვით ივარჯიშეს და მათ შორის დიეგო დემეც გახლდათ.

29 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა ტრავმა სეზონის წინ მიიღო და მას ჯერჯერობით მიმდინარე სეზონში არ უთამაშია.