ნაპოლის დირექტორი:“მილიკთან კონტრაქტი არ შეგვითანხმებია“

ნაპოლის დირექტორი კრისტიანო გიუნტოლი აცხადებს,რომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია,რომ მილიკმა ნაპოლისთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა სიცრუეა.

შემტევის კონტრაქტი 2021 წლის ივნისში იწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.


„ჩვენ მილიკის წარმომადგენელთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ,თუმცა ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის.სეზონის დასრულებას ველოდებით და ამ საკითხს მოგვიანებით მივუბრუნდებით.

„მილიკს 2 არჩევანი აქვს: გააფორმოს ახალი კონტრაქტი და დარჩეს გუნდში,ან დავაყენოთ ტრანსფერზე და დატოვოს ნაპოლი.ჩვენ მისი შენარჩუნება გვინდა,თუმცა საბოლოო სიტყვა მას ეკუთვნის.ყველა მსურველმა უნდა იცოდეს,რომ ის იაფი არ ეღირება.“

გავრცელებული ინფორმაციით,ნაპოლი მილიკის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს და მის ტრანსფერში ფავორიტი ტურინის იუვენტუსია.

Leave a Reply

Your email address will not be published.