Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლის დირექტორი Casa Milan-ს ეწვია…

ცოტა ხნის წინ ნაპოლის სპორტული დირექტორი კრისტიანო გიუნტოლი მილანის სათაო ოფისს ეწვია და დიდი ალბათობით მხარეები ადამ ოუნასის ტრანსფერზე ისაუბრებენ.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე საათი რჩება და მილანს ნაპოლის გარემარბის გაფორმება საკმაოდ გაუჭირდება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ფეხბურთელის კონტრაქტი პარტენოპეისთან 2022 წლის ზაფხულში იწურება, ტრანსფერი კვლავ შესაძლებელია.

როსონერი სამუ კასტილეხოს გაყიდვას კვლავ ცდილობს და თუ მათ ამის გაკეთება მოახერხეს, როსონერი ნაპოლიდან ალჟირელი მარჯვენა გარემარბის დამატებას შეეცდება.