Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლის დირექტორმა ინსინიეს კონტრაქტზე ისაუბრა

ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო გიუნტოლიმ ჯენოასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ინსინიეს კონტრაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით მხარეები წინ ვერ მიიწევენ.

პარტენოპეის კაპიტანს ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ფინანსური უთანხმოების გამო, მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან.

„სატრანსფერო ფანჯარა ჯერ ჩვენთვის დასრულებული არ არის. ნაპოლი სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და თუ შემადგენლობის გაძლიერების შანსი გამოჩნდა, მას აუცილებლად გამოვიყენებთ.

„არის თუ არა პროგრესი ინსინიეს კონტრაქტთან დაკავშირებით ? სამწუხაროდ ჯერჯერობით ახალი არაფერია.“