ნაპოლის ევროპაში საუკეთესო შეტევა ჰყავს
ნაპოლიმ როგორც სერია ა-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავი სტარტი აიღო. სპალეტის ბიჭები შეტევაზე ორიენტირებულ თამაშს აჩვენებენ და გასაკვირი არ არის, რომ მათ ევროპაში ამ მომენტისთვის საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ.
პარტენოპეიმ სეზონის დაწყებიდან ჩატარებულ 8 მატჩში 20 გოლის გატანა მოახერხა და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ გუნდს შეტევაში ტრავმების გამო გარკვეული პრობლემები აქვს, ამას კი არაერთი გაცუდებული 11-მეტრიანი ემატება.
აღსანიშნავია, რომ ნაპოლის რიგებში ყველაზე მეტი გოლი ქართველ შემტევს ხვიჩა კვარაცხელიას აქვს გატანილი, რომელმაც მეტოქე გუნდის კარი 4-ჯერ აიღო, მის გარდა კი გოლის გატანა პარტენოპეის ათმა ფეხბურთელმა მოახერხა.