Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაპოლის ემერსონი სურს

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლის ჩელსის უკანახაზელის, ემერსონ პალმიერის იჯარით გაფორმება სურს.

იტალო-ბრაზილიელი ფეხბურთელი  ბოლო პერიოდში არაერთ იტალიურ გრანდს დაუკავშირეს, მათ შორის იუვენტუსს და ინტერს, თუმცა დე ლაურენტისი ჩელსის დირექტორთან, მარინა გრანოვსკაიასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და ფეხბურთელის გაფორმება იანვარში სურს.

ნაპოლის რიგებში იჯარის წესით ჩელსის ერთი ფეხბურთელი, ტიემუ ბაკაიოკო უკვე თამაშობს და მიუხედავად იმისა, რომ მის კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტი არ დევს, მხარეებს სიტყვიერი შეთანხმება აქვთ, რომ ნაპოლის მისი შეძენა 18 მილიონად შეუძლია. წყაროს ინფორმაციით, პარტენოპეის პალმიერისთან მიმართებაში იგივე სახის შეთანხმება სურს.