Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლის ექიმმა ტრავმირებული ფეხბურთელების სიტუაციებზე ისაუბრა

ნაპოლის სამედიცინო შტაბის წევრის რაფაელე კანონიკოს თქმით, სერია ა-ს მომდევნო ტურში ატალანტას წინააღმდეგ პარტენოპეის ვერც ლორენცო ინსინიე და ფაბიან რუისი დაეხმარებიან.

„კულიბალი თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ ის მოედანზე დაახლოებით 5 კვირა ვერ დაბრუნდება. ზუსტად ასეთი ტრავმის შესახებ ვადებს ვერავინ იტყვის.

„მისი დაბრუნება მილანის წინააღმდეგ გამორიცხულია, თუმცა შესაძლოა კალიდუმ იუვენტუსთან გასამართი მატჩისთვის მომჯობინება მოახერხოს.

„რუისი და ინსინიე ? ისინი ტრავმირებულები არ არიან, ისინი უბრალოდ გადაიღალნენ, რადგან ფეხბურთელს მატჩიდან მატჩამდე ძალების აღსადგენად 48-60 საათი სჭირდება, თუმცა დღევანდელი კალენდრის გამო ამის გაკეთება შეუძლებელია.

„ანგისას ? ის პერსონალურად ვარჯიშობს და შესაძლოა გუნდს ემპოლის წინააღმდეგ დაუბრუნდეს. ჩვენ აჩქარებას და რისკზე წასვლას არ ვაპირებთ.

„ოსიმჰენი ? ოპერაციის შემდეგ პერიოდი კარგად მიმდინარეობს. ის სახლში ვარჯიშობს და მომდევნო კვირიდან მოედანზე ვარჯიშს დაიწყებს, მაგრამ რა თქმა უნდა ჯერ მის თამაშზე საუბარიც ადრეა.“