Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლის ინტერთან მატჩში ერთ-ერთი ლიდერი დააკლდება ?

იტალიური მედიის ინფორამციით, დიდი ალბათობით მომდევნო ტურში ნაპოლის კუნთის ტრავმის გამო პიოტრ ზელინსკი ვერ დაეხმარება.

Repubblica-ს ინფორმაციით, პოლონელმა ფეხბურთელმა კუნთის დაზიანება გასულ ტურში მიიღო და ის ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვარჯიშს ვერ მოახერხებს.

მომდევნო ტურში ნაპოლის მეტოქე ინტერი იქნება და პარტენოპეი უმნიშვნელოვანესი ქულებისთვის იბრძოლებს, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ გატუზოს გუნდს ირვინგ ლოზანო ვერ დაეხმარება, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს.