Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლის ისტორიული შედეგი…

სერია ა-ს მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ყველა ვარაუდობდა, რომ წინ ძალიან დაბალანსებული და საინტერესო ჩემპიონატი გველოდებოდა და მსოფლიოში მილიონობით ტიფოზს იმედები ნამდვილად არ გაუცრუვდა.

6 ტურის შემდეგ კალჩოში ბევრი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა და მათ შორის ერთ-ერთი ნაპოლის შესანიშნავი ფორმა გახლავთ. ლუჩიანო სპალეტიმ უმოკლეს დროში გუნდს ახალი მუხტი შესძინა და ნაპოლიმ ისტორიული შედეგიც დააფიქსირა.

პარტენოპეიმ სერია ა-ს საწყის 6 ტურში ექვსივე მატჩი მოიგო, რაც გუნდის ისტორიაში სულ მეორედ მოხდა, პირველად ეს მათ 2017-18 წლების სეზონში მოახერხეს, როდესაც გუნდს ჯერ კიდევ მაურიციო სარი ედგა სათავეში.