Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლის იუვესთან ზიელინსკი დააკლდება ?

პოლონეთის თავკაცმა პაულო სოუსამ დაადასტურა, რომ პიოტრ ზელინსკი ხვალ ინგლისის წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ ითამაშებს და იტალიური მედიის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა იუვენტუსთან უმნიშვნელოვანესი მატჩიც გამოტოვოს.

ნაპოლი იუვენტუსს მარადონას სახელობის სტადიონზე 11 სექტემბერს მიიღებს და პარტენოპეი ზედიზედ მესამე მატჩის მოგებას შეეცდება, იუვენტუსს კი პირველი ორი ტურის შემდეგ მხოლოდ 1 ქულა აქვს და ბიანკონერის ქომაგები ამ თამაშიდან მხოლოდ 3 ქულას ელოდებიან…