Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლის ლოზანო უბრუნდება

ირვინგ ლოზანომ კუნთის ტრავმა მოიშუშა და მილანის წინააღმდეგ თამაშს მოახერხებს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მექსიკელმა ფეხბურთელმა გუშინ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და ის როსონერის წინააღმდეგ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იქნება.

ლოზანომ ტრავმა 13 თებერვალს, იუვენტუსის წინააღმდეგ მატჩში მიიღო და მას შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესს გადიოდა.

25 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.