Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლის მალკუიტი და მერეტი უბრუნდებიან

ნაპოლის ფეხბურთელებმა ალექს მერეტმა და კევინ მაკლუიტმა კორონა ვირუსი დაამარცხეს და ორივე მათგანი პარტენოპეის რიგებს უბრუნდებიან.

ნაპოლის რიგებში კორონა ვირუსის გამო შექმნილი კრიზისი ნელ-ნელა წყნარდება და ამ მომენტისთვის ვირუსი გუნდის 3 წევრს – პიოტრ ჟიელინსკის, მარიო რუის და კალიდუ კულიბალის აქვთ, უკანასკნელი მათგანი აფრიკის თასზე ასპარეზობს.

ამ მომენტისთვის სერია ა-ში კორონა ვირუსით ინფიცირებული 54 ფეხბურთელი რჩება.