Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლის მანოლასი გამოაკლდა

ნაპოლის უკანახაზელი კოსტას მანოლასი ნაპოლის უახლოეს 2 მატჩში ვერ დაეხმარება. პარტენოპეის შემდეგი მეტოქე კოპა იტალიაზე ატალანტა, სერია ა-ში კი იუვენტუსი იქნება.

Il Mattino-ს ინფორმაციით, ბერძენ ფეხბურთელს, რომელმაც ჯენოასთან მატჩის დროს მოედანი ტრავმის გამო 68-ე წუთზე დატოვა, მომდევნო ორი შეხვედრა გაუცდება.

ეს ინფორმაცია ნაპოლისთვის ორმაგად ცუდი მოსასმენია, რადგან გუნდს ვერც კულიბალი და გულამი დაეხმარებიან, რომლებსაც კორონა ვირუსი დაუდასტურდათ.