Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაპოლის მატიას ვესინო სურს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ნაპოლი ინტერთან მატიას ვესინოს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

წყაროს ინფორმაციით, ფიორენტინას ყოფილი ფეხბურთელი ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის და გუნდი მის გაშვებას და გარკვეული თანხის გამომუშავებას შეეცდება.

თავად ფეხბურთელი ნაპოლიში გადასვლის წინააღმდეგი არ არის და დი მარციოს მტკიცებით, პარტენოპეი ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას უახლოეს საათებში მიაღწევს.

დიდი ალბათობით, ნაპოლი ვესინოს იჯარის წესით აიყვანს, 12 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, თუმცა თუ ფეხბურთელი გარკვეული რაოდენობის მატჩებს ჩაატარებს, მისი გამოსყიდვა სავალდებულო გახდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.