Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლის ოსიმჰენი უბრუნდება, ინსინიე ტრავმირებულია

ნაპოლიმ გუნდის შემტევების ლორენცო ინსინიესა და ვიქტორ ოსიმჰენის თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია გაავრჩელა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ოსიმჰენმა კორონა ვირუსი დაამარცხა და გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგება. ოსიმჰენს, რომელმაც რამდენიმე ტურის წინ სახის უმძიმესი ტრავმა მიიღო, გარკვეული დროის განმავლობაში სპეციალური დამცავი ნიღბით თამაში მოუწევს.

ლორენცო ინსინიეს რაც შეეხება, პარტენოპეის კაპიტანმა სამპდორიასთან მატჩში კუნთის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო და მისი სარეაბილიტაციო პროცესი უკვე დაწყებულია.