Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლის უარი მანჩესტერს და უკმაყოფილო კულიბალი…

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კალიდუ კულიბალის ნაპოლის დატოვება სურს და მას შემდეგ, რაც პარტენოპეიმ მის სანაცვლოდ მიღებული მანჩესტერის წინადადება დაბლოკა, ფეხბურთელმა უკმაყოფილება გამოთქვა.

წყაროს ინფორამციით, წითელმა ეშმაკებმა 30 წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ ნაპოლის 30 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს.

სენეგალელ ფეხბურთელს ნაპოლისთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და მას გუნდის დატოვება მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურს, თუმცა დე ლაურენტისი კულიბალის გაყიდვას 50-55 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს.

პარტენოპეის ახალ მწვრთნელს ლუჩიანო სპალეტის კულიბალის გუნდში დარჩენის იმედი აქვს და ცდილობს, რომ ფეხბურთელი გადაარწმუნოს, თუმცა როგორც ჩანს სენეგალელმა გუნდის დატოვების საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის შესახებ დე ლაურენტისს უკვე აცნობა.