Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაპოლის შობოშლაი მოუნდა

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლი ზალცბურგის ნახევარმცველის, დომინიმ შობოშლაის გაფორმებას ცდილობს.

უნგრელი ფეხბურთელი, რომელიც შემდეგ თვეში 20 წლის ხდება, ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მის ანგარიშზე 40 მატჩში 12 გოლი და 18 საგოლე გადაცემაა.

ზალცბურგი შობოშლაის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ნაპოლი ჯერჯერობით 25 მილიონ ევროს და ბონუსებს სთავაზობს.

წყაროს ინფორმაციით, შობოშლაი პარტენოპეის გადასვლაზე თანახმაა, თუმცა ნაპოლის წინ ზალცბურგთან რთული მოლაპარაკებები ელოდება…

Leave a Reply

Your email address will not be published.