Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლიში ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურდა

ჯენოასთან მატჩის შემდეგ იყო საშიშროება, რომ კორონა ვირუსი ნაპოლის ფეხბურთელებსაც დაუდასტურდებოდათ, თუმცა საბედნიეროდ პირველადი ტესტები ყველა ფერხბურთელთან უარყოფითი იყო.

ხვალ ფეხბურთელებს განმეორებითი ტესტები ჩაუტარდებათ, რადგან კორონა ვირუსის ინკუბაციის პერიოდი საკმაოდ გრძელია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ არსებული სიტუაცია შეიცვალოს, რაც იმას ნიშნავს, რომ იუვენტუსი – ნაპოლის დაპირისპირება გეგმის მიხედვით გაიმართება.