Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი ანგისას ვადაზე ადრე გამოსყიდვას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლი გუნდის ახალწვეულის ანდრე ფრანკ ზამბო ანგისას გამოსყიდვას ახალი წლის შემდეგ აპირებს.

ანგისა, რომელიც მომდევნო კვირაში 26 წლის ხდება, ნაპოლის სეზონის სტარტზე 600,000 ევროს სანაცვლოდ, 1-წლიანი იჯარით შეუერთდა და პარტენოპეის მისი გამოსყიდვის საშუალება 15 მილიონის სანაცვლოდ აქვს.

ანგისა პარტენოპეის რიგებში მისვლისთანავე ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა და სეზონის სტარტიდან მისი სატრანსფერო ღირებულება თითქმის ორჯერ გაიზარდა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ნაპოლი მის გამოსყიდვას გეგმავს.

La Repubblica-ს ცნობით, ნაპოლი კონტრაქტში მითითებულ გამოსასყიდ პუნქტს იანვარში ან დეკემბერში აამოქმედებს და ფეხბურთელს კონტრაქტს 2026 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს.