Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი აჩერბის გაფორმებას გეგმავს

იტალიური მედიის ცნობით, ნაპოლი კალიდუ კულიბალის შემცვლელის ძიებას უკვე შეუდგა და პარტენოპეი ლაციოს ცენტრალური მცველის ფრანჩესკო აჩერბის გაფორმებით ინტერესდება.

დანიელე ლონგოს ცნობით, ნაპოლი დიდი ალბათობით კულიბალის წასვლის შემდეგ 2 მცველს გაიფორმებს, რომელთაგან ერთ-ერთი შედარებით ახალგაზრდა, მეორე კი უფრო გამოცდილი იქნება და მათთვის აჩერბი იდეალური კანდიდატი გახლავთ.

ტიფოზებთან მომხდარი უთანხმოების შემდეგ, აჩერბი ლაციოს დატოვებასთან ძალიან ახლოს არის. არწივები მის სანაცვლოდ 4-5 მილიონ ევროს ითხოვენ.