Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაპოლი ბოგას ტრანსფერს უახლოვდება

Tuttosport-ის ინფორმაციით,ნაპოლი სასუოლოს ფეხბურთელის,ჯერემი ბოგას ტრანსფერთან ძალიან ახლოს არის.

23 წლის ვინგერი გატუზოს 4 – 3 – 3 სისტემისთვის შესანიშნავი შევსება იქნება და ნაპოლი მის ტრანსფერზე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდა.

პარტენოპეიმ ახალგაზრდა ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ის ნაპოლისთან 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს,წლიური ანაზღაურების სახით კი 2.3 მილიონ ევროს მიიღებს.

სასუოლოს ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღება სურს,თუმცა წყაროს მტკიცებით ნაპოლიმ 25 მილიონი ევრო და ადამ ოუნასის უფლებათა პაკეტი შესთავაზა, რაზეც სასუოლო დიდი ალბათობით დათანხმდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.