ნაპოლი გატუზოს სრულ ნდობას უცხადებს
ბოლო დღეებში ჯენარო გატუზოს ნაპოლიდან შესაძლო წასვლაზე არაერთხელ დაიწერა, რაც პარტენოპეიმ ოფიციალურ განცხადებაში უარყო და რინოს სრული ნდობა გამოუცხადა.
„პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, ვიცე-პრეზიდენტი ედოარდო და გენერალური დირექტორი ანდრეა ჩიაველი სამწვრთნელო სტაფს შეხვდნენ და ჯენარო გატუზოს სრული ნდობა გამოუცხადეს.
„ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი დე ლაურენტისი მის შესაძლო შემცვლელს ეძებს, სრული სიცრუეა.“