Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი: გიუნტოლის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ…

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ჯენარო გატუზო არ არის ერთადერთი, რომლის გუნდიდან გაშვებასაც პარტენოპეის პრეზიდენტი დე ლაურენტისი განიხილავს.

წყაროს ინფორმაციით, ნაპოლის მფლობელი გუნდის სპორტული დირექტორის კრისტიანო გიუნტოლის მუშაობით უკმაყოფილოა და სეზონის ბოლოს შესაძლოა გატუზოსთან ერთად გუნდი მანაც დატოვოს.

წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელები უკმაყოფილოები არიან იმ ფაქტით, რომ გატუზო რამდენიმე მათგანს თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე ათამაშებს.

დღეს ნაპოლი კოპა იტალიას განმეორებით მატჩში ატალანტას, შემდეგ კი სერია ა-ში იუვენტუსს დაუპირისპირდება და თუ გატუზო დამაკმაყოფილებელ შედეგს ვერ მიიღებს, მან გუნდი შესაძლოა მომავალ კვირაშიც კი დატოვოს…