Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი და ინსინიე კვლავ ვერ თანხმდებიან…

რამდენიმე დღის წინ იტალიურ მედიაში გაჩნდა ინფორამცია, რომ ინსინიესა და ნაპოლის შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი ფიქსირდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს ეს ინფორმაცია უბრალო ჭორი გამოდგა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, გუშინ მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, მაგრამ ნაპოლის კვლავ მისი ხელფასის შემცირება სურს, ინსინიე კი თავის მხრივ გასამრჯელოს გაზრდას ითხოვს.

მოგეხსენებათ, ინსინიეს კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება და იანვრის შემდეგ ნებისმიერ მსურველს მასთან პრე-კონტრაქტის გაფორმება შეეძლება.