Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაპოლი და ლაციო აკერბის სიტუაციას აკვირდებიან

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, აკერბის ბოლო განცხადების შემდეგ, სადაც ის გუნდის ხელმძღვანელობას ახალ კონტრაქტზე უარის თქმით დაემუქრა, მის მიმართ ინტერესი ინტერმა და ნაპოლიმ გამოხატეს.

აკერბიმ ლაციოს ხელმძღვანელობას მედიის საშუალებით მასთან საუბარი არ მოუწონა და აღნიშნა, რომ თუ გუნდის წარმომადგენლები ასე გააგრძელებენ, ის ახალი კონტრაქტის გაფორმებას საერთოდ გადაიფიქრებს.

32 წლის ფეხბურთელს ლაციოსთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა თუ გუნდის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა უფრო დაიძაბება, მისი წასვლა გამორიცხული არ არის.

ჯერჯერობით არც ინტერს და არც ნაპოლის ლაციოსთვის კონკრეტული წინადადებით არ მიუმართავთ, თუმცა კონფლიქტის განვითარების შემთხვევაში, ორივე მათგანი პირველ ნაბიჯს გადადგამს.

აკერბიმ გასულ სეზონში ლაციოს მაისურით 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.