Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი და რომა აიაქსის უკანახაზელის გაფორმებას ეცდებიან

ესპანური წყაროების ინფორმაციით, რომა და ნაპოლი აიაქსის მარჯვენა მცველის ნუსაირ მაზრაუის გაფორმებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდებიან.

Mundo Deportivo-ს ცნობით, 24 წლის მოროკოელი ფეხბურთელი ბარსელონაში სერჟინო დესტის შეცვლის მთავარი კანდიდატია, თუმცა ბლაუგრანას კონკურენციას მის ტრანსფერში რომა და ნაპოლი გაუწევენ.

მაზრაუის აიაქსთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს მისი იანვარში გაფორმება საკმაოდ ხელსაყრელ ფასად შეეძლება.