Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაპოლი და სიტი კულიბალის ფასზე ვერ თანხმდებიან

კულიბალის სატრანსფერო საგა გრძელდება… დე ლაურენტისმა ბოლო დღეებში არაერთხელ დაადასტურა, რომ სენეგალელი ფეხბურთელი გუნდს დიდი ალბათობით დატოვებს, მის გაფორმებაზე კი ყველაზე მეტად მანჩესტერ სიტი აქტიურობს.

გასულ კვირას, ინგლისელებმა დე ლაურენტისს კულიბალის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა ნაპოლის პრეზიდენტმა ეს წინადადებაც უარით გაისტუმრა და 29 წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ მინიმუმ 70 მილიონ ევროს ითხოვს.

სიტიმ კულიბალისთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ქალაქელები მას 4-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ და სეზონში ანაზღაურების სახით 7.5 მილიონ ევროს გადაუხდიან. იტალიური მედიის აზრით, სიტი ბოლო წინადადებით დე ლაურენტისს მომავალ კვირაში მიმართავს და ტრანსფერიც სწორედ მაშინ დაიხურება.

Leave a Reply

Your email address will not be published.