Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი და ფიორენტინა კიპერების ბარტერზე მუშაობენ

იტალიური წყაროების ცნობით, ნაპოლი და ფიორენტინა მეკარეების გაცვლას გეგმავენ.

Sky Sport Italia-ს ცნობით, იები პარტენოპეის ვეტერანი კიპერის სალვატორე სირიგუს ტრანსფერით ინტერესდებიან, სანაცვლოდ კი მზად არიან, ატალანტადან იჯარით დამატებული პიერლუიჯი გოლინი ლა დეაში ნაადრევად დააბრუნონ, რომელიც თავის მხრივ სეზონის ბოლომდე არენდის წესით ნაპოლის შეუერთდება.

წყაროს ცნობით, ნაპოლი და ატალანტა ფეხბურთელის იჯარის ფორმულასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ და საერთო ენის გამონახვის შემთხვევაში, ტრანსფერს გაოფიციალურებაღა დააკლდება.