Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი დე პაულის ტრანსფერზე გააქტიურდა

როდრიგო დე პაული ზაფხულში ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სახელი იქნება და არგენტინელი ნახევარმცველის სახელს რამდენიმე უცხოურ გრანდთან ერთად მილანს, ინტერს და იუვენტუსს უკავშირებენ.

თუმცა, Corriere dello Sport-ის ცნობით, დე პაულის ტრანსფერზე პირველი ოფიციალური წინადადებით უდინეზეს ნაპოლიმ მიმართა. წყაროს ინფორამციით, უდინეზეს 26 წლის კაპიტანი აურელიო დე ლაურენტისის ერთ-ერთ ფავორიტი ფეხბურთელია და მზად არის, მის სანაცვლოდ საკმაოდ მსუყე თანხა გადაიხადოს.

წყაროს ცნობით, ნაპოლიმ ფეხბურთელის სანაცვლოდ უდინეზეს 30 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ბიანკონერის მის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონის გამომუშავება სურს.