Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი ევერტონის უკანახაზელით ინტერესდება

Footmercato-ს ინფორმაციით, ნაპოლი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და მათი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე ევერტონის ლუკა დინი იქნება.

წყაროს ინფორმაციით, ფრანგ ფეხბურთელს გუნდის მწვრთნელთან რაფა ბენიტესთან ცუდი ურთიერთობა აქვს და ევერტონის დატოვება უნდა.

დინის ალტერნატივად, რომელსაც ინგლისელები დაახლოებით 25 მილიონად აფასებენ, ნაპოლი პსჟ-ს ლეივინ კურჟავას მიიჩნევს, რომელსაც მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის არც ერთ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.