Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ნაპოლი ვესტ ჰემის ფეხბურთელს უმიზნებს

The Express-ის ინფორმაციით, პარტენოპეის ჩაქუჩების შემტევი ნახევარმცველის, პაბლო ფორნალსის გაფორმება სურს და ინგლისელებს მის სანაცვლოდ 26 მილიონ ევროს სთავაზობს.

ვესტ ჰემის წარმომადგენლებმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ამ წინადადებას დათანხმდნენ, რადგან ესპანელი ფეხბურთელი ვესტ ჰემმა გასულ სეზონში ვილიარეალიდან ანალოგიური თანხის სანაცვლოდ იყიდა და საკმაოდ კარგი სადებიუტო სეზონიც ჩაატარა, აქედან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ ჩაქუჩები ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 30-32 მილიონს მოითხოვენ.

24 წლის ესპანელმა გასულ სეზონში 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.