Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი ინტერის ნახევარმცველით ინტერესდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლი ტრავმირებული დიეგო დემეს შემცვლელს ეძებს და პრიორიტეტულ სამიზნედ ინტერის მატიას ვესინოს განიხილავს.

დემემ ტრავმა პრო ვერჩელის წინააღმდეგ, ამხანაგური მატჩის დროს მიიღო და როგორც შემდგომში გაირკვა, მას მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგები აქვს დაზიანებული და მინიმუმ რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს.

სპალეტი ურუგვაელ ფეხბურთელთან უკვე მუშაობდა და მას 29 წლის შესაძლებლობები კარგად მოეხსენება. ვესინო ინტერის გეგმებში არ შედის და ნაპოლის მისი გაფორმება დაახლოებით 9-10 მილიონი ევრო დაუჯდება.