ნაპოლი – ინტერი პრევიუ

იტალიური ფეხბურთი უკვე დაგვიბრუნდა და გუშინდელ დაპირისპირებაში პირველი ფინალისტი – იუვენტუსი გამოვლინდა.

დღეს კიდევ ერთი დიდი ჯახი გვაქვს,ნაპოლი საკუთარ მოედანზე ინტერს დაუპირისპირდება,შეხვედრა ჩვენი დროით 11 საათზე დაიწყება.

ნაპოლი მატჩს უპირატესობით დაიწყებს.მათ პირველ წრეში ინტერი ჯუზეპე მეაცაზე 0 – 1 დაამარცხეს,იმ ერთადერთი გოლის ავტორი ფაბიან რუისი გახდა.ნეაპოლიტანელები 21 საუკუნეში Coppa Italia-ს ფინალში გასვლასთან მესამედ არიან ახლოს.მათ ეს ტიტული 2012 და 2014 წლებში უკვე მოიგეს.

ინტერი კი თავის მხრივ სეზონის გადარჩენას შეეძლება.კარგი სტარტის შემდეგ,ნერაძურიმ ბოლო 5 შეხვედრაში 3 წააგო,მათ შორის კოპას პირველი დაპირისპირება ნაპოლისთან.მილანელები კოპას ფინალში 2011 წლის შემდეგ არ ყოფილან.

ნაპოლის ტრავმირებული მანოლასი და ლობოტკა დააკლდება,კონტეს კი დ’ამბროზიოს,გოდინის და ვესინოს გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.

სავარაუდო ფორმაცია და სასტარტო შემადგენლობები:

ნაპოლი(4-3-3):ოსპინა,დი ლორენცო,მაქსიმოვიჩი,კულიბალი,მარიო რუი,ფაბიან რუისი,დიეგო დემე,ზელინსკი,პოლიტანო,მერტენსი,ინსინიე.

მთავარი მწვრთნელი – ჯენარო გატუზო.

ინტერი(3-4-1-2):ჰანდანოვიჩი,შკრინიარი,დე ვრიჯი,კანდრევა,ბარელა,ბროზოვიჩი,იანგი,ერიკსენი,ლუკაკუ,მარტინესი.

მთავარი მწვრთნელი – ანტონიო კონტე.

შეხვედრას ჯანლუკა როკი განსჯის.

Leave a Reply

Your email address will not be published.