Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი ინტერს პალმიერის ტრანსფერში კონკურენციას გაუწევს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერსა და ნაპოლის შორის ზაფხულში ჩელსის უკანახაზელის ემერსონ პალმიერის ტრანსფერისთვის სერიოზული ბრძოლა იგეგმება.

პალმიერი უკვე დიდი ხანია, რაც ნერაძურის სატრანსფერო სამიზნეა და ბენეამატა ბედის ცდას მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც გეგმავს, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნაპოლის ახალი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი ჩელსის იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერს ითხოვს.

სპალეტი ემერსონს რომაში ყოფნის დროს წვრთნიდა, რის შემდეგაც ფეხბურთელისა და მწვრთნელს შორის ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

პალმიერი ჩელსის გეგმებში უკვე დიდი ხანია არ შედის და ლურჯები მას 8-10 მილიონის სანაცვლოდ შეელევიან, ამ თანხის გადახდა კი არც ინტერს და არც ნაპოლის არ გაუჭირდება, ამიტომ საბოლოო არჩევანს დიდი ალბათობით თავად ფეხბურთელი გააკეთებს.

გათიშვა