Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ნაპოლი-იუვენტუსის მატჩის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია

ნაპოლიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ იუვენტუსთან მოახლოებული მატჩის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

ტურინული გრანდი, რომელიც ნაპოლის სატურნირო ცხრილში 7 ქულით ჩამორჩება, ნეაპოლს 13 იანვარს ეწვევა და მხარეებს შორის უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება.

ნაპოლის წარმომადგენელმა Radio CRC-სთან საუბრისას დაადასტურა, რომ შეხვედრისთვის თავისუფალ გაყიდვაში გამოტანილი დაახლოებით 55,000 ბილეთი უკვე გაყირულია და შეხვედრა სრული ანშლაგით ჩაივლის.